Sunday, May 14, 2017

ტრენინგის მერვე დღე

  დღე ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო, შევაჯამეთ ტრენინგზე ნასწავლი სხვადასხვა საკითხი. სურვილი მაქვს სხვა ტრენინგებზეც დავესწრო ტრენერს. გაკვირვებული ვარ ტრენერის კვალიფიციურობით. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.  მომეწონა, აგრეთვე, ტრენინგის მასალები, რომელიც ძალიან საინტერესო და აუცილებლად სახელმძღვანელოა ნებისმიერი პედაგოგისთვის.

Saturday, May 13, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, ვისწავლეთ თითოეულ მოსწავლეს როგორ შევურჩიოთ მისთვის საინტერესო და სასურველი დავალება, გავიხსენეთ გარდნერის თეორია.  ტრენერი სისტემატურად გვაწვდის ჩვენთვის საინტერესო სიახლეებს და ასევე, ძალიან კომპეტენტურად პასუხობს ჩვენს შეკითხვებს. გამიჩნდა სურვილი, რომ მალე დავიწყო პროექტის განხორციელება, წარმოვიდგინე მოსწავლეების დაინტესესებული თვალები. ზოგადად ბევრი რამ ვისწავლე ტრენერისგან და მან გამიჩინა მოტივაცია, რომ უფრო მეტი ვიშრომო და უფრო აქტიური პედაგოგი გავხდე.

Friday, May 12, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, ვისწავლეთ პროექტის მიმდინარეობის წერა, პაუერ პოინტში ავაწყე მოსწავლის პრეზენტაცია, მივხვდი, რომ პაუერ პოინტში გაცილებით სწრაფად ვმუშაობ, რაც დამჭირდა, ყველაფერს ჩემით გავართვი თავი. ვისწავლე უამრავი შეფასების ფორმის მოძიება, ეს გამიადვილებს შეფასების ფორმის გამოყენება, რადგან არსებულ ფორმებს ადვილად გადავაკეთებ. ტრენერი სისტემატურად გვაწვდის ჩვენთვის საინტერესო სიახლეებს მასწავლებლის შეფასებასთან დაკავშირებით და ასევე, ძალიან კომპეტენტურად პასუხობს ჩვენს შეკითხვეს პროექტთან დაკავშირებით. დღეს მთლიანად ჯგუფს შევატყე პროგრესი, უფრო სწრაფად გავიარეთ საკითხები, რაც უდავოდ ტრენერის შრომის შედეგია.

Tuesday, May 9, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი სამუშაო დღე ძალიან საინტერესოდ  წარიმართა, ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა, შვარჩიეთ სხვადასხვა თემები, დავათვალიერეთ ერთმანეთის ნამუშევრები და დავწერეთ კომენტარები. დავსვი კითხვები და ტრენერისგან მიგვიღე კომპეტენტური პასუხები. მიხარია, რომ ტრენინგის მონაწილე ვარ.

Sunday, April 30, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელი სამუშაო დღე საინტერესო იყო, ბევრი რამე ვისწავლე შეფასების თაობაზე, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს მომავალ საქმიანობის პროცესში. ასევე ვისწავლე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადება. მქონდა საშუალება განვლილი მასალიდან დამეზუსტებინა გარკვეული საკითხები, რაზეც ტრენერისგან მივიღე კომპეტენტური პასუხები.

Saturday, April 29, 2017

ტრენინგის მესამე დღე


        დღევანდელი  დღე ძალიან საინტერესო და ეფეტური იყო, ვისწავლე მბნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ: როგორ ჩამოვაყალიბოთ პროექტის მიზანი და როგორ დავსვათ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.  სამუშაო საათები სწრაფად და საინტერესოდ გავიდა.


Sunday, April 23, 2017

ტრენინგის მეორე დღე

     დღევანდელი  დღე კიდევ უფრო საინტერესო და ეფეტური იყო, ვისწავლე მბნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ: ბუკლეტის მომზადების წესი სხვადასხვა ხერხებით. მივიღე გადაწყვეტილება განსახორციელებელი პროექტის სათაურის შესახებ. სამუშაო საათები სწრაფად და საინტერესოდ გავიდა.