დღე ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო, შევაჯამეთ ტრენინგზე ნასწავლი სხვადასხვა საკითხი. სურვილი მაქვს სხვა ტრენინგებზეც დავესწრო ტრენერს. გაკვირვებული ვარ ტრენერის კვალიფიციურობით. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. მომეწონა, აგრეთვე, ტრენინგის მასალები, რომელიც ძალიან საინტერესო და აუცილებლად სახელმძღვანელოა ნებისმიერი პედაგოგისთვის.
Sunday, May 14, 2017
Saturday, May 13, 2017
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, ვისწავლეთ თითოეულ მოსწავლეს როგორ შევურჩიოთ მისთვის საინტერესო და სასურველი დავალება, გავიხსენეთ გარდნერის თეორია. ტრენერი სისტემატურად გვაწვდის ჩვენთვის საინტერესო სიახლეებს და ასევე, ძალიან კომპეტენტურად პასუხობს ჩვენს შეკითხვებს. გამიჩნდა სურვილი, რომ მალე დავიწყო პროექტის განხორციელება, წარმოვიდგინე მოსწავლეების დაინტესესებული თვალები. ზოგადად ბევრი რამ ვისწავლე ტრენერისგან და მან გამიჩინა მოტივაცია, რომ უფრო მეტი ვიშრომო და უფრო აქტიური პედაგოგი გავხდე.
Friday, May 12, 2017
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, ვისწავლეთ პროექტის მიმდინარეობის წერა, პაუერ პოინტში ავაწყე მოსწავლის პრეზენტაცია, მივხვდი, რომ პაუერ პოინტში გაცილებით სწრაფად ვმუშაობ, რაც დამჭირდა, ყველაფერს ჩემით გავართვი თავი. ვისწავლე უამრავი შეფასების ფორმის მოძიება, ეს გამიადვილებს შეფასების ფორმის გამოყენება, რადგან არსებულ ფორმებს ადვილად გადავაკეთებ. ტრენერი სისტემატურად გვაწვდის ჩვენთვის საინტერესო სიახლეებს მასწავლებლის შეფასებასთან დაკავშირებით და ასევე, ძალიან კომპეტენტურად პასუხობს ჩვენს შეკითხვეს პროექტთან დაკავშირებით. დღეს მთლიანად ჯგუფს შევატყე პროგრესი, უფრო სწრაფად გავიარეთ საკითხები, რაც უდავოდ ტრენერის შრომის შედეგია.
Tuesday, May 9, 2017
ტრენინგის მეხუთე დღე
დღევანდელი სამუშაო დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა, შვარჩიეთ სხვადასხვა თემები, დავათვალიერეთ ერთმანეთის ნამუშევრები და დავწერეთ კომენტარები. დავსვი კითხვები და ტრენერისგან მიგვიღე კომპეტენტური პასუხები. მიხარია, რომ ტრენინგის მონაწილე ვარ.
Subscribe to:
Posts (Atom)