Sunday, April 30, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელი სამუშაო დღე საინტერესო იყო, ბევრი რამე ვისწავლე შეფასების თაობაზე, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს მომავალ საქმიანობის პროცესში. ასევე ვისწავლე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადება. მქონდა საშუალება განვლილი მასალიდან დამეზუსტებინა გარკვეული საკითხები, რაზეც ტრენერისგან მივიღე კომპეტენტური პასუხები.

Saturday, April 29, 2017

ტრენინგის მესამე დღე


        დღევანდელი  დღე ძალიან საინტერესო და ეფეტური იყო, ვისწავლე მბნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ: როგორ ჩამოვაყალიბოთ პროექტის მიზანი და როგორ დავსვათ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.  სამუშაო საათები სწრაფად და საინტერესოდ გავიდა.


Sunday, April 23, 2017

ტრენინგის მეორე დღე

     დღევანდელი  დღე კიდევ უფრო საინტერესო და ეფეტური იყო, ვისწავლე მბნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ: ბუკლეტის მომზადების წესი სხვადასხვა ხერხებით. მივიღე გადაწყვეტილება განსახორციელებელი პროექტის სათაურის შესახებ. სამუშაო საათები სწრაფად და საინტერესოდ გავიდა.

Saturday, April 22, 2017

ტრენინგის პირველი დღე

       
                   ტრენინგის მონაწილეთა გაცნობის შემდეგ, ტრენერის დახმარებით,  გავიხსენე მეორე დონიდან ჩემთვის საინტერესო საკითხები. ამის შემდეგ გავიაზრე  როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად.  ძალიან დავინტერესდი და გამიჩნდა ბევრი კითხვა, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ ვისწავლი მე-3 დონის სწავლებისას. შევქმენი საკუთარი პორტფოლიო თავისი საქაღალდეებით. გავხსენი ახალი ბლოგი. დღე იყო ძალიან საინტერესო და შედეგიანი, რადგან უკვე დავგეგმე მიღებულ ცოდნის გამოყენება სასწავლო პროცესში.