Saturday, April 22, 2017
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის მონაწილეთა გაცნობის შემდეგ, ტრენერის დახმარებით, გავიხსენე მეორე დონიდან ჩემთვის საინტერესო საკითხები. ამის შემდეგ გავიაზრე როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. ძალიან დავინტერესდი და გამიჩნდა ბევრი კითხვა, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ ვისწავლი მე-3 დონის სწავლებისას. შევქმენი საკუთარი პორტფოლიო თავისი საქაღალდეებით. გავხსენი ახალი ბლოგი. დღე იყო ძალიან საინტერესო და შედეგიანი, რადგან უკვე დავგეგმე მიღებულ ცოდნის გამოყენება სასწავლო პროცესში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
გისურვებთ წარმატებეს
ReplyDelete